ნინო ქათამაძე - იქნებ მსოფლიომაც გამონახოს ძალა და როგორც ერთ-ერთი ბერკეტი, თქვას დროებით უარი რუსულ კულტურასა თუ ხელოვნებაზე!

არ არსებობს ორი რუსეთი, ის ერთია და რუს ხალხს ეკუთვნის, მათია ყველა ინტელექტუალური საკუთრება და აქვთ უფლება ამით იამაყონ, მაგრამ ასევე მათია ის ბომბები, რომელთა აფეთქების ხმა ყოველდღიურად ანადგურებს გმირი უკარაინელი ხალხის მატერიალურ საკუთრებას, მაგრამ ვერაფერს აკლებს მათ შემართებას თავისუფლებისთვის ბრძოლაში!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი ნინო ქათამაძე წერს.

"უკრაინაში საშინელი ომის პარალელურად, აქტიურად მიდის საუბარი რომ არ უნდა თქვათ უარი ჩაიკოვსკიზე, ასეთი ჩამონათვალი დიდია, ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი, შოსტაკოვიჩი, ანტონ ჩეხოვი, მაქსიმ გორკი, დოსტოევსკი, და სხვანი...

როდესაც უკრაინაში იღუპებიან ბავშვები, ორსული ქალები, მოხუცები, მოსახლეობა, რომელსაც 24 თებერვლის შემდეგ წუთში შეეცვალა რეალობა, განადგურებულია ქალაქები, ინფრასტრუქტურა, მკაცრი ზამთარის პირობებში ელ. ენერგია და გათბობა მასიურად პრობლემაა, ამ ფონზე ადამიანები და განსაკუთრებით მოხუცები არ ტოვებენ სახლებს და რჩებიან უიარაღოდ სასტიკი სიკვდილის პირისპირ. ირგვლივ არაფერი ისმის განგაშის სირენებისა და ბომბების ხმის გარდა. ცივილიზებული სამყარო ცდილობს დაეხმაროს უკრაინას იარაღით და ყველა საჭირო საშუალებით, რათა გაიმარჯვოს სიკეთემ ბოროტებაზე და ამ ყველაფრის გაკეთება გვინდა ჩაიკოსვკის, შოსტაკოვიჩის ფონზე. 

ვისურვებდი იმ პროგრესულ და ინტელექტუალ ადამიანებს, რომლებმაც ვერ შეძლეს თავისუფლების ხმა მიეწვდინა მსოფლიოსთვის, იპოვონ ძალა და პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში რუს ხალხს მიაწვდინონ ხმა მშვიდობის, თავისუფლების და სიყვარულის კაცთა შორის, შემდეგ კი მსოფლიოს ერთიანი პოზიციით და მომავლის იმედით დასრულდეს ომი, რომელმაც უამრავი სიცოცხლე შეიწირა და თუ ისინი მზად არიან სამუდამოდ ვერ გაიგონ უმაღლესი კლასის მსოფლიო მუსიკა, იქნებ მსოფლიომაც გამონახოს ძალა და როგორც ერთ-ერთი ბერკეტი, თქვას დროებით უარი რუსულ კულტურასა თუ ხელოვნებაზე!- მსოფლიოს მუსიკალურ და თეატრალურ საზოგადოებას უფლება აქვს, პროტესტის ნიშნად აგრესორს უთხრას, რომ თუ მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მაშინ ფასი არ აქვს მათ შემოქმედებას.

ეს იქნება ძლიერი, თავისუფალი სამყაროს საპროტესტო ხმა!

არ არსებობს ორი რუსეთი, ის ერთია და რუს ხალხს ეკუთვნის, მათია ყველა ინტელექტუალური საკუთრება და აქვთ უფლება ამით იამაყონ, მაგრამ ასევე მათია ის ბომბები, რომელთა აფეთქების ხმა ყოველდღიურად ანადგურებს გმირი უკრაინელი ხალხის მატერიალურ საკუთრებას, მაგრამ ვერაფერს აკლებს მათ შემართებას თავისუფლებისთვის ბრძოლაში! მე არ ვაწვდი ბომბებს უკრაინელ ხალხს, მაგრამ ვაწვდი ჩემთვის ყველაზე მთავარს და ძვირფასს, ხმას თავისუფლებისთვის!!! 

დღეს ამ ბრძოლის ფონზე, თავისუფალების ხმა და გაუტეხელობის სიმბოლო პრეზიდენტი ზელენსკია უკრაინელ ხალხთან ერთად! გილოცავთ პრეზიდენტო დაბადების დღეს!

დღეს, თქვენი ხმა არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების მარადიული ხმა! მსოფლიოს ვუსურვებ მალე მოესმინოს თქვენგან: ომი დასრულდა, უკრაინა გამარჯვებულია! უკრაინის გამარჯვება კი მსოფლიოს ახალი წესებით თავისუფლებას ნიშნავს! დიდება და გამარჯვება უკრაინას!", - წერს ნინო ქათამაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnino.katamadze%2Fposts%2Fpfbid034yJW4tFGn5o22XKhfwej5dWSSFcu9fK2e8CVThQV9Fj6B7yKRGjmWnkf2Y1XW89Xl&show_text=true&width=500" width="500" height="265" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>