იაპონიის პრემიერ-მინისტრი აპირებს უკრაინაში ჩასვლას, თუ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იქნება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა შესაძლოა, ეწვიოს უკრაინას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის, თუ უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება დაცული.

"ამჟამად არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს, შესაძლებელია თუ არა უკრაინაში ჩასვლა სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კიშიდამ პარლამენტის სხდომაზე მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, მიბაძოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ კიევში.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში უკვე იმყოფებოდნენ ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები. გასული წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ასევე შეხვდა ზელენსკის ვაშინგტონში.

კიშიდას სურდა უკრაინაში ჩასვლა, როგორც G7-ის მომავალი სამიტის თავმჯდომარეს, მაგრამ იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტის ორგანიზება ჯერ კიდევ რთულია უსაფრთხოების მიზეზების გამო.

უახლესი ამბები