რატი ბრეგაძე - ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი განცხადება

რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

"არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს წამება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვიკავებთ თავს უკრაინაში გარკვეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული უსამართლო შეფასებების კომენტირებისგან, ვინაიდან ეს სახელმწიფო იმყოფება ომში, ამის შესახებ ადრეც ვთქვით. 

რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე. ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ვინც არ უნდა იყოს ეს, ვინც არ უნდა თქვას, ეს არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი განცხადება. სწორედ ევროპული, დასავლური სტანდარტი გულისხმობს, რომ ყველა განცხადება, მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული, უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. არც ერთ მტკიცებულებას არ ეფუძნება ეს განცხადება და შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არ იქნება მისაღები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები