დავით კაჭარავა - არავინ იცის, შემდეგ ჯერზე რას იტყვის სააკაშვილი და მის დასახსნელად შრომა გააათმაგეს

უცნაური არაფერი არაა იმაში, რომ ლობისტური კომპანიების დაქირავებას აგრძელებენ. უფრო და უფრო აძლიერებენ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის კამპანიას, - ამის შესახებ "ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაზე გაძლიერებული ზეწოლის მიზეზი ისაა, რომ "სააკაშვილის პატრონები პანიკაში არიან, რადგან არ იციან, შემდეგ ჯერზე რას იტყვის სააკაშვილი“.

"ამ საქმის ირგვლივ ძალიან დიდი ძალები არიან გაერთიანებულები. ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა ჩანერგილი აგენტების დაგეგმილი იყო და ამის შემდეგ, მის მომხრეებს შორის პანიკაა და უკვე გააძლიერეს ზეწოლა, რადგან მათ არ იციან, შემდეგ ჯერზე რას იტყვის სააკაშვილი. შრომა გააათმაგეს, რათა როგორმე, საპყრობილიდან დაიხსნან“, - აცხადებს დავით კაჭარავა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები