შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში გარკვეული საქმიანობის და ქცევის წესები წესდება

პარლამენტის თავმჯდომარე  მედიასაშუალებების აკრედიტაციის წესის შესახებ ბრძანებას გამოსცემს.

"გამოვცემ ბრძანებას, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესს, ანუ ჟურნალისტების აკრედიტაციას პარლამენტში. როგორც იცით, წლებია, ეს იყო გარკვეული ხარვეზი, რომ არ გვქონდა აკრედიტაციის წესი. ამიტომ საჭირო იყო ყოველ ჯერზე საშვების დაშვება ჟურნალისტებისთვის და ა.შ. ე.წ. საპარლამენტო ჟურნალისტიკა ამ მხრივ არ არსებობდა. ამიტომ ჩვენმა პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების გამოცდილების ანალიზი შეადგინა. ამ საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით შედგა აკრედიტაციის წესი, რომელიც ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს. პირველი, ეს არის, რომ ხელი შევუწყოთ მედიას, რათა ყველაფერი, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, გაშუქდეს, საპარლამენტო საქმიანობა გაშუქდეს.

მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტში სამუშაო გარემო. შესაბამისად, არის წესები, რომელიც, ბრძანების მიღებისთანავე, რა თქმა უნდა, გამოქვეყნდება და დეტალებს შეგიძლიათ, გაეცნოთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესში დადგენილია რაოდენობები.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, წესდება ასევე გარკვეული საქმიანობის და ქცევის წესები პარლამენტში, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც პარლამენტის, ისე მისი ვიზიტორებისთვის საქმიანი გარემო.

"ეს წესებიც ეფუძნება სრულად იმ ევროპულ გამოცდილებას, რომელიც სხვადასხვა პარლამენტში არის. ამის გათვალისწინებით, იმედი მაქვს, რომ, ერთი მხრივ, თავად ეს სტატუსი საპარლამენტო ჟურნალისტისა კვლავ დაბრუნდება და ღირებული იქნება, რაც თავისთავად, მეტ პასუხისმგებლობასთან ერთად, პრესტიჟსაც მატებს საპარლამენტო ჟურნალისტის საქმიანობას.

ვადებს რაც შეეხება, დაგეგნილია, რომ ექნებათ შესაძლებლობა მედიებს, 20 თებერვლამდე წარმოადგინონ განაცხადები და ჩვენ უზრუნველვყოფთ შესაბამისი აკრედიტაცის გაცემას.

პირველი მარტიდან გადავალთ უკვე ამ რეჟიმზე, რომ იქნებიან აკრედიტებული ჟურნალისტები. ან როგორც საპარლამენტო ჟურნალისტი, ან როგორც სპეციალური აკრედიტაციით, როდესაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ექნებათ მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ეს სიახლე, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ თავად ჟურნალისტებს ჰქონდეთ თავისუფალი შემოსვლის შესაძლებლობა ნებისმიერ ჯერზე და არ იყოს საჭირო საშვის დაშვების აუცილებლობა მათთვის, ვინც მუშაობს პარლამენტის საკითხებზე. ამავე დროს უზრუნველყოფილი იყოს როგორც პარლამენტის წევრების, ისე ჩვენი აპარატის თანამშრომლების და პარლამენტში მყოფი ვიზიტორებისთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შენარჩუნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები