ნიკა მელია - ახლა მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონსოლიდაცია

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იკრიბებიან.

პარტიის ოფისში უკვე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონსოლიდაცია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების, მიუხედავად იმისა, რომ ახლა "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ კონსოლიდაცია არ არის ადვილი, თუმცა ახლა ყველამ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა.

"მიხეილ სააკაშვილის გარშემო კონსოლიდაცია ჩვენი მონაწილეობით ახლა ადვილი აღარ არის, დარწმუნებული ვარ, ახლა აქ ბევრი ოპოზიციონერი ლიდერი იქნებოდა, ჩვენ რომ არ შეგვერცხვინა თავი, მაგრამ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად. აქ ახლა ნებისმიერი ადამიანი არის მეასეხარისხოვანი. გარკვეული მონახაზი არსებობდა რა თქმა უნდა, ახლა გავცვლით მოსაზრებებს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ეცდება, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და სხვა პარტიებს შორის ჩატეხილი ხიდი აღდგეს, რადგან პარტია ახლა ამ ბრძოლაში ბევრ წინააღმდეგობას წააწყდება. 

"აქ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობა, მე ვფიქრობ, ეს მოხერხდება, თუმცა სამწუხაროდ, ვიწყებთ მინუსებიდან, იმიტომ, რომ დიდ ნაწილს ბრძოლის ხალისი დავუკარგეთ", - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები