ირაკლი კობახიძე - თუ "ნაცმოძრაობა“ არ იქნება სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე

გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას. ასე იყო სიტყვა-სიტყვით ნათქვამი. დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს, საპარლამენტო მანდატები დაენანათ, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

"საბოლოო ჯამში, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ არ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში. აქედან გამომდინარე, რაიმე არსებითი მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს, სად იქნება „ნაცმოძრაობა“ –  იქნება პარლამენტს გარეთ, ბოიკოტში, პარლამენტში თუ სად. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგით გავაგრძელებთ მოქმედებას, თუმცა უკან რომ დაიხიეს, ეს თავისთავად მეტყველებს მათ არათანმიმდევრულობაზე, რაც თავისთავად კარგია. ქვეყანაში არის სიმშვიდე, თუ არ ჩავთვლით ქარიშხალს ჭიქაში, რომლის დატრიალებას ცდილობს „ნაცმოძრაობა“ ახლა უკვე თავისი ახალი თავმჯდომარით ლევან ხაბეიშვილით. ქვეყანაში არის სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი განვითარება. თუ ვინმეს უნდა ქვეყანაში სიმშვიდის დარღვევა და მშვიდობის დარღვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ. ამის რესურსი მათ რეალურად არ აქვთ. სიმშვიდეს საქართველოში ვერავინ ვერ დაარღვევს. ამის იმიტაცია არის მათი საქმე, მაგრამ, რეალურად, სიმშვიდე, მშვიდობა არის ის, რაც საქართველოში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიცია ზის დღეს პარლამენტში. რადიკალური ნაწილი თუ არ იქნა პარლამენტში, ამით არაფერი დააკლდება ჩვენს ქვეყანას.

თუ "ნაცმოძრაობა“ არ იქნება სხდომათა დარბაზში, ასევე სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე. ამ შემთხვევაში მეტად კონსტრუქციული იქნება საპარლამენტო სამუშაო გარემო. ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება მათ შიდა დისკუსიებს მანდატების დატოვება-არდატოვებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მათ გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, დღეს მოუწიათ უკან დახევა. ეს არის არათანმიმდევრულობის შედეგი, ეს არის შიდა გახლეჩის კიდევ ერთი გამოხატულება, თუმცა ეს მათი საქმეა. ეს ყველაფერი ჩვენ დიდად არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან, ეკონომიკასთან, ფასებთან და ასე შემდეგ. ამ საკითხებით იქნება პარლამენტი დაკავებული და არა იმით, თუ „ნაცმოძრაობას“ რა სურს, მანდატები ენანება, არ ენანება თუ რა არის მათი დღის წესრიგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები