გურიის პოლიციამ 2002 წლიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2002 წლიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დადგინდა, რომ 1965 წელს დაბადებული ბ. დ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეცვლილი გვარით ცხოვრობდა და არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი. 2008 წელის წყალტუბოს სასამართლომ მის მიმართ განაჩენი გამოიტანა. იგი მსჯავრდებული იყო და იძებნებოდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები