ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 577-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 33 წინააღმდეგი იყო.

რეზოლუციას დღეს დაემატა „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ ინიცირებული შენიშვნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შეეხება.

"ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, როგორც პერსონალური ვენდეტის ნაწილს. იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილის პერსონალური სანქცირება, მისი როლისთვის საქართველოს პოლიტიკური პროგრესის გაუარესებაში“, - აღნიშნულია შესწორებაში.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი სერიოზულ შეშფოთებას  გამოხატავს სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ამ საკითხისადმი ხელისუფლების არაადეკვატური რეაქციის გამო. 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ მუდმივი წარუმატებლობა აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და აფერხებს მის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ამასთან, რეზოლუცია სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები