რომან გოცირიძე - "ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში უკვე ამოვწურე საკუთარი თავი

სამწუხაროდ, პარტიაში კვლავ გრძელდება დაპირისპირება და ჩემს თავში ვერც ის რესურსი დავინახე, რომ ვყოფილიყავი გარკვეული მედიატორი, თუნდაც ამ ვითარების განმუხტვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

"მე "ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში უკვე ამოვწურე საკუთარი თავი. შეიძლება, ეს პროცესი კარგა ხნის დაწყებული იყო. იყო განცხადებები იდეოლოგიური კუთხით, ტაქტიკასთან დაკავშირებით, იგივე არათანმიმდევრულობა, რაც პარლამენტში პარტიის მუშაობას ეხებოდა და დღემდე ვერ გავრკვეულვართ, საერთოდ, პარლამენტში უნდა შემოვსულიყავით თუ არა, ბოიკოტში უნდა ვყოფილიყავით თუ ბოიკოტს გარეთ. სამწუხაროდ, ეს გაუგებრობა დღემდე გრძელდება და კარგია, რომ უკვე განცხადებები ისმის, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ შეწყვეტს ბოიკოტს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ფრაქციაში უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და აქტიურად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში. ვინაიდან ოპოზიციის ხმა არ ისმის პარლამენტში, ეს ნიშნავს, რომ სრულ კომფორტშია უმრავლესობა და ძალიან ბევრ ისეთ კანონს იღებენ, რომლებიც მათ პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს ემსახურება.

სამწუხაროდ, პარტიაში კვლავ გრძელდება დაპირისპირება და ჩემს თავში ვერც ის რესურსი დავინახე, რომ ვყოფილიყავი გარკვეული მედიატორი, თუნდაც ამ ვითარების განმუხტვის. მრავალი წელი ვიყავი ამ პარტიაში, მისი დაფუძნების დღიდან, ბევრი მეგობარი და თანამებრძოლი შევიძინე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციის გამარჯვების ერთ-ერთი გზა „ნაციონალური მოძრობის“ გაძლიერებაა. თუ კრიზისი არ გაგრძელდება და კრიზისიდან გამოვლენ კონსენსუსის გზით, ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 17 თებერვალს დატოვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები