აქციაზე პოლიციის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა 2 მარტის აქციაზე პოლიციის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 3 მარტს, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 2 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ბ.გ-ს და ნ.ნ-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

2 მარტს პარლამენტთან გამართულ აქციაზე 36 ადამიანი დააკავეს, მათ შორის მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ასევე დაშავდა "ტვ პირველის" ოპერატორი.

მსგავსი სიახლეები