გიორგი პაპიაშვილი - პრაქტიკულად ყველა სფეროს განვითარება დასავლეთისგან მიღებულ დახმარებას ეფუძნება, ჩვენი ხელისუფლება კი ისევ მათ აცხადებს მტრად და რუსეთში მიგვათრევს

არა მხოლოდ ჩემი დარგის, არამედ პრაქტიკულად ყველა სფეროს განვითარება დასავლურ ტექნოლოგიებს, ცოდნას და მათგან მიღებულ დახმარებას ეფუძნება, - ამის შესახებ სოციალური ქსელში ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ართიმოლოგი გიორგი პაპიაშვილი წერს.

"მე ექიმი ვარ და თუ დღეს პაციენტების ნდობას ვიმსახურებ და შემიძლია მათ ხარისხიანი, დასავლური სტანდარტების მკურნალობა შევთავაზო, იმის დამსახურებაა, რომ თავის დროზე ჩემი პროფესიული განათლება ევროპაში ჯერ გულის მსოფლიო ფედერაციამ, ხოლო შემდეგ ევროპის გულის რიტმის ასოციაციამ დააფინანსა, რომ აღარაფერი ვთქვათ დღემდე უწყვეტად მიმდინარე უამრავ ტრენინგსა თუ საგანმანათლებლო აქტივობებზე ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების ასათვისებლად, და ჩემი მაგალითი მხოლოდ ზღვაში წვეთია. 

უამრავი ჩემი კოლეგის პროფესიული განათლება და განვითარება დაფინანსებულია სწორედ დასავლური ორგანიზაციებისა და დონორების მიერ. ეს ხალხი შემდეგ ბრუნდება აქ და იქ მიღებულ ცოდნას ჩვენს პაციენტებს ახმარს. არა მხოლოდ ჩემი დარგის, არამედ პრაქტიკულად ყველა სფეროს განვითარება დასავლურ ტექნოლოგიებს, ცოდნას და მათგან მიღებულ დახმარებას ეფუძნება და ჩვენი ხელისუფლება ისევ მათ აცხადებს მტრად და რუსეთში მიგვათრევს, რომლისგანაც ზიანის მეტი არაფერი გვახსოვს", - წერს პაპიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgiorgi.papiashvili%2Fposts%2Fpfbid073nVSBzuejja7fwgRRWmsDNeRGMajdYiUUzp5opNwidnVVv6N4jXsg9qULCue9Qkl&show_text=true&width=500" width="500" height="304" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>