შს მინისტრის მოადგილემ კონფერენციის - "ქალები პოლიციაში“ გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ გახსნით ღონისძიებაში და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

კონფერენციის გახსნით ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - სარა რუპერტი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი  სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი.

ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქალ პოლიციელად ყოფნა დიდი გამოწვევაა და საპოლიციო სისტემაში მათი როლი სულ უფრო იზრდება. მან ასევე ისაუბრა ქალი პოლიციელების როლზე გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.

ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის ელჩს საქართველოში - კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.ღონისძიება მიზნად ისახავს ქალ სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი მოტივაციის ამაღლებას.ხუთდღიანი კონფერენციის განმავლობაში, მონაწილეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ქალი სამართალდამცველების მუშაობის სპეციფიკა და მათი გამოწვევები, ქალი პოლიციელების როლი გენდერული თანასწორობის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციაში, ქალი სამართალდამცველების ჩართულობის მნიშვნელობა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქალი პოლიციელი - როგორც ლიდერი და სხვ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, მეათე წელია, საქართველოში ტრადიციულად იმართება ყოველწლიური, ხუთდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“. წელს კონფერენციაში 250-მდე ქალმა სამართალდამცველმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 20 ქვეყნიდან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები