15-19 მარტს, სვანეთი, უკვე მეორედ Freeride World Tour-ის საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლებს.
ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ, მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს, როგორც თხილამურებით ასევე სნოუბორდით.
Freeride-ის კვირეულის ფარგლებში, გაიმართება შეჯიბრებები თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სადაც დაახლოებით ორმოცდაათამდე ქართველი და უცხოელი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრის პარალელურად დაგეგმილია სხავდასხვა კულტურული, გასტორნომიული და გასართობი პროგრამაც.
ფრირაიდის მე - 2 საკვალიფიკაციო შეჯიბრის დაჯილდოებას (18 – 19 მარტს) მხარდამჭერი სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი მერიისა და სვანეთი DMO-ს წარმომადგენლები დაესწრებიან.