შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტყუილით გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, საბოლოოდ ეს ტყუილები სრულდება და ჩვენი საზოგადოება რწმუნდება

"ორი დღე საქართველომ ნახა ძალადობით დასრულებული აქციები. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის მცდელობა, რომ ის რადიკალური ტალღა რაც შეძლეს რომ ტყუილით აეგორებინათ, ეს რადიკალური ტალღა გამოიყენონ,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.  

შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას იხსენებს როგორ მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ტყუილით როგორ გამოჰყავთ მოსახლეობა გარეთ. მისი თქმით, ეს ტყუილები საბოლოო ჯამში სრულდება და ჩვენი საზოგადოება რწმუნდება.

მისივე თქმით, ამ პროცესებმა დაგვანახა, რომ რადიკალურმა ჯგუფებმა მოსინჯეს რა ემოციური თემებით შეიძლება გააღიზიანონ საზოგადოება, ხალხი კი ამ ემოციებს არ უნდა აჰყვეს.

"ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა. გავიხსენოთ როგორ მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა“. 2020 წლის არჩევნების შემდეგ ტყუილით გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში, შეუქმნეს მათ აღქმა, რომ არჩევნები გაყალბდა და მაშინაც, ხალხის ნაწილი გულწრფელად აღშფოთებული იყო. გავიდა დრო და ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო ტყუილი და სათანადო პასუხიც მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემდეგ არჩევნებში. შემდეგ იგივე ტყუილით გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში, რომ თითქოს საქართველო არ არის საკმარისად სოლიდარული უკრაინის მიმართ. იქაც, საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც გამოვიდა გულწრფელად აღშფოთებული იყო, მაგრამ ბოლოს მიხვდნენ, ეს იყო დიდი ტყუილი და ყველა დარწმუნდა, რომ თუკი ვინმე არის სოლიდარული უკრაინის მიმართ გულწრფელად და კეთილსინდისიერად, სწორედ საქართველო არის ერთ-ერთი ასეთი პირველი. შემდეგ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტყუილით გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, მანამდე მოამზადეს აღქმა, რომ ეს ხელისუფლების ბრალი იქნება და ხელისუფლება არ იმსახურებს. გავიდა დრო და ვნახეთ იანვარში ევროკომისიის შეფასება, რომელმაც თქვა, რომ  ივნისშივე გვეკუთვნოდა ჩვენ კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ყველა პარამეტრით წინ ვართ.  მოლდოვა არის საკმაოდ უკან და მათ შორის, დეკემბერში ბოსნია და ჰერცეგოვინას რომ მიანიჭეს, ისიც ჩვენზე გაცილებით უკან არის. ამიტომ, ყველანაირად გვეკუთვნოდა და ესეც ტყუილი იყო. და ახლაც, კიდევ ერთი ტყუილით გამოიყვანეს მოსახლეობა გარეთ- კანონს, რომელიც წაკითხულიც არ ჰქონდათ საერთოდ არავის, დაწერილიც არ იყო ეს კანონი, რომელსაც რუსული კანონი დაარქვეს, შინაარსში არავინ შემოდიოდა და ყველას ჰქონდა ერთი ლოზუნგი -არა რუსულ კანონს. დააჯერეს ადამიანებს, რომ ეს იყო რუსული. ამით აღაშფოთეს, გამოიყვანეს და დღეს ვხედავთ საზოგადოებაში იმედგაცრუებას, რომელმაც დაინახა, რომ ეს რუსული კანონი თურმე ამერიკაშია, თურმე კანადაში და დიდ ბრიტანეთში განიხილავენ, თურმე ევროკავშირი რომ ეწინააღმდეგება ზუსტად იმ ევროკავშირში განიხილავენ ზუსტად იმ ამერიკულ კანონს. ასე რომ, ეს ტყუილები საბოლოო ჯამში სრულდება და ჩვენი საზოგადოება რწმუნდება. ჩვენ ვნახეთ ერთი რამ, რომ რადიკალურმა ჯგუფებმა მოსინჯეს რა ემოციური თემებით შეიძლება გააღიზიანონ ქართველი ხალხი და უბრალოდ ხალხი ამ ემოციებს არ უნდა აჰყვეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები