თავდაცვის სამინისტრო მოსწავლეებისთვის ახალი პროექტის - „ჯარის ბანაკის“ დაწყებისთვის ემზადება

ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით თავდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს.

საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია და მას თავდაცვის უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად განახორციელებს. „ჯარის ბანაკი“ ზაფხულში კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მოეწყობა და მასში ჩართვა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ. თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილებმა, გრიგოლ გიორგაძემ და თამარ მახარშვილმა ბანაკისთვის განსაზღვრული ინფრასტრუქტურა პირადად მოინახულეს და სამხედროებთან ერთად თითოეული დღის პროგრამის შედგენაზე იმსჯელეს. 

საზაფხულო „ჯარის ბანაკის“ აღსრულებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს. სერჟანტთა აკადემიაში ბანაკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული და ფიზიკური აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს დღის გეგმაზე მუშაობა და სხვადასხვა აქტივობის პროგრამის დეტალურად გაწერა.

მსგავსი სიახლეები