მინისტრი - გერმანია ვალდებული იქნება, პუტინი ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავოს

გერმანია ვალდებული იქნება დააკავოს ვლადიმერ პუტინი, თუ ის გერმანიის ტერიტორიაზე შემოვა, - ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინის ჩასვლის შემთხვევაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაუყოვნებლივ მიმართავს ინტერპოლს დაკავების ორდერის შესასრულებლად.

"მაშინ გერმანია ვალდებული იქნება, დააკავოს პრეზიდენტი პუტინი, თუ ის გერმანიის ტერიტორიაზე შევა და გადასცეს ჰააგის სასამართლოს“, - განაცხადა მინისტრმა.

ბუშმანის თქმით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ეროვნული სამართალდამცავი ორგანოებისგან განსხვავებით, შეუძლია სახელმწიფოს მეთაურის დაპატიმრება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა. გადაწყვეტილება დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საქმეზე მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები