უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 165 610 (+700) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 20.03.2023-მდე: ტანკები - 3 537 (+5), ჯავშანტექნიკა - 6 869 (+16), საარტილერიო სისტემები - 2 577 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 507 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 270 (+2), თვითმფრინავი - 305 (+0), ვერტმფრენები - 290 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 2 160 (1), ფრთოსანი რაკეტები - 907 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 5416 (+8), სპეციალური ტექნიკა - 265 (+3).
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 83 თავდასხმა მოიგერიეს.