შალვა პაპუაშვილი - გიორგი ამილახვარმა მთელი თავისი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება

გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუციებს. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სიახლეები გააცნოს საზოგადოებას. რაც შეეხება გიორგი ამილახვარს, ის არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება. როგორც ჩვენს გუნდში იყო მთავარი ადამიანი, რომელიც განათლების საკითხებთან დაკავშირებით იყო კომპეტენტური, არა მხოლოდ ჩვენს გუნდში, პარლამენტში ამ მხრივ განსაკუთრებული კომპეტენციის მქონე ადამიანია. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა“, –  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი განათლების ახალ მინისტრს დღეს წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელს ამ თანამდებობაზე პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი შეცვლის.

რაც შეეხება ირაკლი კოვზანაძის მიერ პარლამენტის დატოვებას, პაპუაშვილის თქმით, მას დიდი ხანი სურდა პროფესიას დაბრუნებოდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები