"გმადლობთ, რომ იცავთ ჩვენს სახელმწიფოს, სუვერენიტეტს" - ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკიმ მოისმინა მოხსენებები ფრონტზე ოპერაციული სიტუაციისა და საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ.

პრეზიდენტი სამხედროებსაც გაესაუბრა და მადლობა გადაუხადა უკრაინის დაცვისთვის.

"მე მაქვს პატივი ვიყო დღეს აქ, ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში, დონბასში და დავაჯილდოვო ჩვენი გმირები, მადლობა გადავუხადო, ხელი ჩამოვართვა. გმადლობთ, რომ იცავთ ჩვენს სახელმწიფოს, სუვერენიტეტს უკრაინის აღმოსავლეთით“, განაცხადა ზელენსკიმ.

სამხედროებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

ბახმუტის აღებას რუსეთის ძალები თვეებია, უშედეგოდ ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები