"ორდერი საუკეთესოა, რაც შეიძლება დაგემართოთ" - ზელენსკი რუსეთს ყველა დარტყმაზე პასუხს ჰპირდება

რუსეთის ფედერაცია აუცილებლად მიიღებს პასუხს უკრაინის ქალაქებზე ყოველ დარტყმაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მთელ მსოფლიოს უკვე ესმის, რომ რუსეთი წააგებს ამ ომს და ყველა რუსი აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის ქალაქების დაბომბვაზე პასუხისმგებელი ყველა დამპყრობელი აუცილებლად მიიღებს პასუხს.

"აუცილებლად ვუპასუხებთ ოკუპანტს ჩვენს ქალაქებზე ყოველი დარტყმისთვის... დღევანდელი რუსული დარტყმები ზაპოროჟიეზე, ღამის შეტევა კიევის რეგიონზე... რუსეთის ყველა დარტყმა მიიღებს როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურ და იურიდიულ პასუხს. რუსეთი წააგებს ამ ომს. მსოფლიოში არ არსებობს სუბიექტი, რომელიც ამას ახლა არ იგრძნობს. ეს უკვე ყველას ესმის და ყველა რუსმა მკვლელმა უნდა გაიგოს: დაპატიმრების ორდერი არის საუკეთესო რამ, რაც მას შეიძლება დაემართოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები