საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა. 

ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან. 

ანალენა ბერბოკი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს;

ის ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები