"მშვიდობის სკოლა" - მშვიდობის ელჩებისთვის

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ქალაქ რუსთავში "მშვიდობის სკოლა“ გახსნა. 

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ახალგაზრდების, ე. წ. "მშვიდობის ელჩების" მომზადებას შერიგებისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებისა და სხვა აქტუალური მიმართულებებით.

"მშვიდობის სკოლის“ მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარდებათ როგორც აუდიტორიებში, ისე დისტანციურ რეჟიმში. 

საბოლოოდ, მომზადებული მასალა და ინფორმაცია, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სხვადასხვა სოციალური მედიის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი. 

ღონისძიებას პროექტის მონაწილეები, მინისტრის აპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები