"დროა" - არცერთ მოძალადეს არ უნდა ეგონოს, რომ რომელიმე ქალს მარტო დავტოვებთ

საქართველოში ქალებს, რომლებიც ბედავენ მოძალადეების წინააღმდეგ ხმა ამოიღონ, ხშირად უპირისპირდება სახელისუფლებო სისტემა. სისტემა, რომელიც ამ ქალების წინააღმდეგ მის ხელში არსებულ ყველა საშუალებას იყენებს - უქვეყნებს პირადი ცხოვრების ამსახველ უკანონოდ მოპოვებულ კადრებს, ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გასავრცელებლად ამუშავებს პროპაგანდისტულ მანქანას, - ამის შესახებ "დროას" განცხადებაშია აღნიშნული.

"ბოლო დღეებში "ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის დაცვის მიზნით, თათია სამხარაძის წინააღმდეგ სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების გარდა, "ქართული ოცნების“ ე.წ. ექსპერტები, მხარდამჭერები, ტროლები და, რაც მთავარია, სახელმწიფო ინსტიტუტები ამოქმედდნენ. 

ის, რომ შალვა რამიშვილი გამამტყუნებელი განაჩენისა და სექსუალური შევიწროების ათობით ისტორიის შემდეგ, ტელევიზიის ეთერში ზის, ზურგს "სუსი“ უმაგრებს და აქვს ბერკეტები უსამართლო ბრძოლაში ზიანი მიაყენოს ამ ქალებს, ჩვენ, დანარჩენ საზოგადოებას გვავალდებულებს, დავდგეთ ამ ქალების გვერდით. არცერთ მოძალადეს არ უნდა ეგონოს, რომ რომელიმე ქალს მარტო დავტოვებთ. 

პარტია "დროას“ სოლიდარობა თათია სამხარაძეს და ყველა ქალს, რომელმაც გაბედა ძალადობის წინააღმდეგ გალაშქრება!", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები