ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის მიზანია, დაიკლოს წონაში

თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მიზანია, რომ დაიკლოს წონაში და ამიტომ შეაქვთ მისი ოჯახის წევრებს დაბალი კალორაჟის საკვები.

"მიხეილ სააკაშვილის მიზანია, დაიკლოს წონაში. ამიტომ შეაქვთ მისი ოჯახის წევრებს დაბალი კალორაჟის საკვები. ეს არის კატასტროფა. მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეიტანონ სათანადო საკვები და არ წაახალისონ ის თვითდაზიანება, რომელსაც ახორციელებს მიხეილ სააკაშვილი.

თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები