ბლინკენი - უკრაინელ ხალხზე მეტად არავის სურს მშვიდობა, მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას

უკრაინაში ნაადრევი ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა, რუსეთმა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

"ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს და გააცნობიეროს, რომ როდესაც ჩვენ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, კონფლიქტის გაყინვის საუკეთესო განზრახვით, ეს საშუალებას მისცემს რუსეთის ფედერაციას მოიკიდოს ფეხი და მოემზადოს შემდგომი თავდასხმისთვის“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველას სურს იარაღის გაჩუმება, მაგრამ მანამდე ადვილი გზა არ არის.

"უკრაინელ ხალხზე მეტად არავის სურს მშვიდობა, მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას“, - აღნიშნა ბლინკენმა.

უახლესი ამბები