უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 173 990 (+630) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 01.04.2023-მდე: ტანკები - 3 616 (+1), ჯავშანტექნიკა - 6 981 (+4), საარტილერიო სისტემები - 2 683 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 527 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 279 (+1), თვითმფრინავი - 306 (+0), ვერტმფრენები - 291 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 2 248 (0), ფრთოსანი რაკეტები - 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 5 528 (+7), სპეციალური ტექნიკა - 296 (+2).
გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა მტრის 70 თავდასხმა მოიგერია.