ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია და ბიბლიოთეკა გაიხსნა

დეველოპერული კომპანია თეთრი კვადრატის მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძის  ქველმოქმედებით, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორია და ბიბლიოთეკა საზეიმოდ გაიხსნა.

კომპიუტერული ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი  თანამედროვე ტექნოლოგიებით (20 კომპიუტერი, 4 პრინტერი, 1 პროექტორი, მაგნიტური დაფა, 20 მოსწავლის მაგიდა და სკამი).

ბიბლიოთეკაში დამონტაჟებულია  თანამედროვე  ტიპის თაროები, მაგიდები და სკამები, რბილი ავეჯი. შემოვიდა 2000-მდე  თანამედროვე მხატვრული, კლასიკური, ყველა ასაკის შესაბამისი ლიტერატურა, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

ბიბლიოთეკა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ, ირაკლი ბურდილაძესთან, შოთა ბერეკაშვილთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

ბიბლიოთეკის დათვალიერების შემდგომ, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით კულტურული ღონისძიება გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები