მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა. 

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი დიმიტრი ღვთისიაშვილი ავრცელებს.

"უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს!!! მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი თეატრის წამყვანი არტისტი ბესო მეგრელიშვილი! 

სიტყვები უძლურია - 31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა - რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევები შემომეჩვიაო... ვაჰ... ჯერ მეტს ვერაფერს ვწერ!!!", - წერს ღვთისიაშვილი.

ინფორმაციას ავრცელებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიც.

"გარდაიცვალა, ჩვენი თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, მეგობარი, ყველასათვის საყვარელი ბესო მეგრელიშვილი. ვუსამძიმრებთ თეატრის ყველა თანამშრომელს და ოჯახს. ბესო მეგრელიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა: ახმეტელის, რუსთავის, თავისუფალი, მეტეხის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის თეატრებთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო სახე შექმნა“, - აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ბესო მეგრელიშვილი გადაღებულია ფილმებში: "მეტიჩარა", "უძინართა მზე", "შეყვარებული კულინარის 1001 ეფექტი", "თბილისი-თბილისი" და სხვა, ტელესერიალებში: "ჩემი ცოლის დაქალები", "ყავა და ლუდი", "ჩვენი ოფისი", "ჩიფსების თაობა", "კლინიკა" და სხვა.

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fdima.khvtiso%2Fposts%2Fpfbid02bLMnmy58KvCfrYfkJSXkmYPVdHQzjcdgGhtMckwwGU77QRHqQLCAkLtWBptSka8bl&show_text=true&width=500" width="500" height="667" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>