გიული ალასანია - მჯერა იმ შედეგების, რომელიც მივიღეთ პირველად გერმანიიდან და შემდეგ კალიფორნიის ლაბორატორიიდან

მჯერა იმ შედეგების, რომელიც ჩვენ მივიღეთ პირველად გერმანიიდან და შემდეგ კალიფორნიის ლაბორატორიიდან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ "ვივამედის" კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილს ისევ აქვს მაღალი ტემპერატურა და ძირითადად წევს. 

"ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დამხვდა, მითხრა, რომ გუშინ 37.5 ჰქონდა დღეს, მაგრამ შემდეგ 38-ზე ავიდა სიცხე. 

მე მჯერა იმ შედეგების, რომლებიც ჩვენ მივიღეთ პირველად გერმანიიდან და შემდეგ კალიფორნიის ლაბორატორიიდან. ის ჩემთვის უფრო დამაჯერებელია. ჯერ ერთი ისიც არ ვიცი ზუსტად გააგზავნეს თუ არა, იმდენად არ მაქვს ნდობა უკვე არავის, მართალი გითხრათ, ვერაფერ გეტყვით", -  განაცხადა ალასანიამ. 

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, გერმანიიდან მიღებული დასკვნით,  მეტალების შემადგენლობა სისხლში ნორმის ქვემოთ არის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები