Bild - ბერბოკი გაერო-ს უშიშროების საბჭოს არ დაესწრო, რადგან ლავროვის ტყუილების მოსმენა არ სურდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოზე არ იმყოფებოდა, რადგან არ სურდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ცრუ განცხადებების მოსმენა.

როგორც გამოცემა Bild წერს, მინისტრი სუდანიდან გერმანელი მოქალაქეების გადარჩენით იყო დაკავებული.

"ლავროვს სურდა მოეწყო უშიშროების საბჭოში იმის დემონსტრირება, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, რუსეთი კი მთელი თავისი სისასტიკით აგრძელებს უკანონო აგრესიულ ომს“, - ნათქვამია სტატიაში.

გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა Bild-ს განუცხადეს, რომ გერმანიას არ სურდა ასეთ ცინიკურ და პროპაგანდისტულ თამაშებში მონაწილეობა და ბერბოკმა განზრახ უარი თქვა ლავროვის ტყუილების მოსმენაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები