სტოლტენბერგი - უკრაინამ მიიღო 1550 ჯავშანმანქანა, 230 ტანკი და უამრავი საბრძოლო მასალა

ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას გაუწიეს უპრეცედენტო სამხედრო დახმარება, მათ შორის ჯავშანტექნიკა, ტანკები და საბრძოლო მასალა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"მთლიანობაში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას უპრეცედენტო დახმარება გაუწიეს. უკრაინისთვის დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკვე მიწოდებულია -  ეს არის 1550-ზე მეტ ჯავშანტექნიკა, 230 ტანკი და სხვა აღჭურვილობა, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, პარტნიორების მხარდაჭერით გაიწვრთნა და აღიჭურვა უკრაინული 9 ახალი ჯავშანბრიგადა. 

სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ეს მისცემს უკრაინას მტკიცე პოზიციას ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი აღდგენისთვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები