სომხეთი და აზერბაიჯანი 30 აპრილს აშშ-ში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ

30 აპრილს, სომხეთი და აზერბაიჯანი ვაშინგტონში მოლაპარაკებების ახალ რაუნდს გამართავენ.

მოლაპარაკებების დროს ქვეყნები შეეცდებიან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო გამწვავებული ურთიერთობების ნორმალიზებას.

"30 აპრილიდან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იქნება. პარალელურად დაგეგმილია დისკუსიების მორიგი რაუნდი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შეთანხმების შესახებ", - განაცხადა მირზოიანის პრესმდივანმა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი კიდევ ერთხელ გამწვავდა 5 მარტს, როდესაც სროლის დროს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები