ზუგდიდში, ქუჩაში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.
ადგილობრივებმა ჩვილი რუხში, სკოლის გვერდით არსებულ გზაზე ნახეს. ის სავარაუდოდ, 5 დღისაა.
ახალშობილი გოგონა ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დაიწყო, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დედის ვინაობა დადგენილია, თუმცა ის ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.