ლაშა ხუციშვილი - არაფერი გვინახავს ამ პერიოდში ყალბი ინფორმაციებისა და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა

არაფერი გვინახავს ყალბი ინფორმაციებისა და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა - არ გვინახავს დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, რის გამოც, შესაძლებელია, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ცუდი ფაქტია, როდესაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება და ამაზე განმარტებების გაკეთება ხდება

"გასულ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების ათობით განცხადებას ნახავდით იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომელიც კონკრეტულად უწყების მიმართულებით და ქვეყნის საწინააღმდეგოდ გაჟღერდა. არაფერი გვინახავს ამ პერიოდში ყალბი ინფორმაციებისა და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა, არ გვინახავს ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ან რაიმე ფაქტი, რის გამოც, შესაძლებელია, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით მოსმენილი გვაქვს როგორც ამერიკული მხარის, ისე ევროკავშირის და ელჩების დონეზე გაკეთებული განცხადებები - არცერთი ფაქტი, რომ საქართველოში ერთი შემთხვევა მაინცაა, რომ ვინმემ სანქციების გვერდის ავლა შეძლო, არ მომხდარა. პარალელურად, შეგვიძლია გადავხედოთ გასული ერთი წლის განმავლობაში პერიოდს და ვნახოთ 50-70-ზე მეტი განცხადება, რომლის გავრცელებაც მოგვიწია. სამწუხაროა, რომ ყოველი ასეთი ფაქტის გავრცელების წინ პრაქტიკულად არც ერთხელ არ მომხდარა ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის უწყებასთან, ვინც სანქციების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი სავაჭრო ნაწილში. ძალიან ცუდი ფაქტია, როდესაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება და ამაზე განმარტებების გაკეთება ხდება. ამ მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ფართოდ, ევროპის კონტინენტზეც, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით და უშუალოდ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, საქართველოსთან მიმართებით, შესაძლოა, მეტი ყურადღება არსებობდეს, რადგან რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები