ნატო-ს თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის საკითხს ივნისში განიხილავენ

ნატო-ს თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები უკრაინისთვის დასავლური გამანადგურებლების შესაძლო გადაცემის საკითხს ივნისში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისთვის იარაღის გადაცემა განვითარდა იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდა ომი. 

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინელებისთვის ჯერ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი იყო მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, შემდეგ ჰაუბიცები, საზენიტო იარაღი და შემდეგ ტანკები.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთმა და სლოვაკეთმა უკრაინას საბჭოთა ტიპის MiG-29 გამანადგურებლები უკვე გადასცეს.

"ჩვენ მუდმივად განვიხილავთ საკითხს, საჭიროა თუ არა თანამედროვე დასავლური მოიერიშეები - როგორც ნატოში, ასევე უკრაინაში. იმედი მაქვს, რომ ეს თემა ასევე განიხილება ივნისში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, იარაღის მიწოდების საკითხზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც მოიცავს დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალასა და სათადარიგო ნაწილებს, ასევე სადღეღამისო ტექნიკურ მომსახურებას.

მსგავსი სიახლეები