ჯულიეტა ჭანტურია - ცოტა გასაკვირია, რომ რუსებს ზარზეიმით დავხვდეთ

მართლა დღეს პირველად რომ ჩამოვაფრენთ ამ რუსეთის თვითმფრინავს, რატომღაც მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა ქმნიდეს, - ამის შესახებ ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"როგორ ბედავთ, რომ ქართველის პირადობის მოწმობას ფეხს აბიჯებთო, აი, ამას ემსხვერპლა ჩემი შვილი. ასე რომ, მართლა დღეს პირველად რომ ჩამოვაფრენთ ამ რუსეთის თვითმფრინავს, რატომღაც მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა ქმნიდეს, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა. ვინც დადებითად ჩათვლის, რომ ეს მოვლენა კარგია, ცოტა უხერხულობის მომენტი უნდა ჰქონდეს.

ამ 7 წლის განმავლობაში იმედით ვცხოვრობ. უბრალოდ, დღეს კიდევ ჩემი შვილის მკვლელობის საკითხი რომ წამოვწიო წინ, მერიდება. ჩემი ქართველი ხალხის მერიდება. მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირ სამართალს ვერ ვხედავ და რატომღაც მგონია, რომ კიდევ მეტად გაჭირდება სამართლის პოვნა და მიღწევა. მე დღეს ჩემ შვილთან ერთად დავტირი ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა, იბრძოლა თავისი სამშობლოსთვის, გმირები გახდნენ და ამ დროს ცოტა გასაკვირია, რომ რუსებს ზარ-ზეიმით დავხვდეთ", - განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 7 წელი გავიდა. ის 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლეს. ე.წ. აფხაზი მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი დღემდე დასჯილი არ არის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები