პარლამენტთან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ

პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. შეკრებილები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. გადაკეტილია მოძრაობა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, "საქართველოს მხრიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის არარსებობა, ფრენების დანიშვნა, ეკონომიკური თანამშრომლობა, სანქციების უგულებელყოფა - საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ მიზანს, ევროინტეგრაციას".

"ამ დღეს, 7 წლის წინ რუსმა ოკუპანტებმა ენგურის ხიდთან გიგა ოთხოზორია მოკლეს. დღეს, 19 მაისს თბილისის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დაჯდა. დღეიდან საქართველოში რეისებს განახორციელებენ რუსული ავიაკომპანიები, რომლებიც სანქცირებული არიან უკრაინისა და აშშ-ის მიერ.

რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინისა და ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ჩვენი მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობას. ამის ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება რუსულ თვითმფრინავებს საქართველოს ცას უხსნის და მათ ტაშით ეგებება.

საქართველოს მხრიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის არარსებობა, ფრენების დანიშვნა, ეკონომიკური თანამშრომლობა, სანქციების უგულებელყოფა - საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ მიზანს, ევროინტეგრაციას.

საქართველოს მთავრობა ვალდებულია დააწესოს შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობა ვალდებულია, აკრძალოს რუსული თვითმფრინავების შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე.საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეუერთდეს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

ამიტომ ახლა, ისევ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს მოგვიწევს ჩვენი მტკიცე პოზიციის დაფიქსირება და ევროპული მომავლის დაცვა.

რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

პირველი რუსული თვითმფრინავი 4 წლის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაჯდა.

უახლესი ამბები