ლატვიის პრემიერ-მინისტრი - ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად უკრაინა ნატოს ნაწილი უნდა იყოს

ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი უნდა იყოს, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა.

"გრძელვადიანი მშვიდობისთვის უკრაინა უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და განთავისუფლებული, ნატოს ალიანსის ფარგლებში“, - აღნიშნა მან.

ეს განცხადება ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თუმცა, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს ნატოში გაწევრიანებას, სანამ ომი გრძელდება.

"ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ომის პირობებში წევრობა არ დგას დღის წესრიგში. საკითხავია, რა მოხდება, როდესაც ომი დასრულდება", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი სიახლეები