ბორჯომში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ბორჯომში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა.

მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ანსამბლმა "ფერხისმა" ცეკვა ხორუმით გახსნა. 

26 მაისის ეროვნული დღესასწაული ბორჯომელებს ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა და დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა მიულოცეს.

"ვულოცავ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - 26 მაისს მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან, იღებს სათავეს.

26 მაისი ყველაზე ძვირფასი დღეა ჩვენს ცნობიერებაში. არაერთი თაობა იბრძოდა საქართველოს თავისუფლების მოპოვებისთვის და განმტკიცებისთვის.

32  წელია, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. თითოეულ ჩვენგანის ვალია გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს", - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები