გიორგი მსხილაძე - პრეზიდენტზე ასეთი პრევენცია და ზემოქმედება არ მოქმედებს

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ დაიცვან პრეზიდენტის ინსტიტუცია და ინსტიტუტი, სიტყვით ერთია და ქმედებით აბსოლუტურად მეორეს ვუყურებთ. ამის ნათელი მაგალითი იყო 26 მაისი, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ის შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს პრეზიდენტს, იყო ყოვლად დაუშვებელი, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

"პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობს "ქართული ოცნება", ვერ ვხდები, როცა საქმით მეორეს აკეთებენ. "ქართული ოცნება" პრეზიდენტის კრიტიკას აღიქვამს ძალიან მტკივნეულად. თუ პრეზიდენტის კრიტიკა უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა ჰქონდეთ.

პრეზიდენტის კრიტიკა თუ სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და ისე არ უნდა მოიქცნენ, არ უნდა უპასუხონ ისე, როგორც 26 მაისს, როცა, ჩემთვის პირადად, ნათელი მაგალითი იყო, როგორ შეიძლება, ადამიანმა ორ წუთში დაკარგოს ის პატივისცემა და დაგროვილი ავტორიტეტი, რაც წლების განმავლობაში გააჩნდა.

ბოლო წინადადება იყო, რომ გარკვეული შუამავლობა შეუძლიათ გაუწიონ პრეზიდენტს საზოგადოების ნაწილთან. პრეზიდენტი საზოგადოებას ნაწილებად არ ჰყოფს საერთოდ, ის ყველას პრეზიდენტია და დიდი მადლობა, ჩვენ თვითონ, როგორმე, საზოგადოებასთან ურთიერთობას გავაგრძელებთ. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა და ახლა მათზე გაბრაზებული არიან, რა გავაკეთოთ? 

"ქართული ოცნება" ამ განცხადებით მე ვფიქრობ, ცდილობს, 26 მაისის მათი ქცევა რამენაირად გადაფაროს. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი ვერ გაიცნო და ვერ გაიგო მისი ხასიათი. მასზე ასეთი პრევენცია და ასეთი ზემოქმედება არ მოქმედებს", - განაცხადა მსხილაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები