პარლამენტმა "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტის წევრების, - რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, პარლამენტმა 89 ხმით დაუჭირა მხარი. 

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, რეგლამენტში ცვლილების შედეგად პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა, რის საფუძველზეც, ისინი შეძლებენ უკეთ განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა და 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ისარგებლონ პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფისთვის რეგლამენტის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილებებით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები