ბექა გრიგორიადისმა პარლამენტთან კარავი გაშალა

მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა პარლამენტის უკან რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ კარავი გაშალა.

ადგილზე აქტივისტებიც იმყოფებიან, რომლებიც ლაზარე გრიგორიადისს და მის მამას სოლიდარობას უცხადებენ. 

"ჩემი მთავარი მოთხოვნა არის ჩემი შვილის თავისუფლება. მაგრამ ვინმემ რამე რომ არ იფიქროს, როგორც კანონმორჩილი ადამიანი, თუ ჩვენ სასამართლოს გავათავისუფლებთ კლანის წევრებისგან და შევქმნით ნორმალურ სასამართლოს, ჩემი ხელით მივიყვან ჩემ შვილს და გავასამართლებ, არ გავურბივარ. ინსტიტუტია გასამართი.

გეტყვით რატომ ძალადობს მილიცია, პოლიციას არ ვიტყვი, ამ ინსტიტუტსაც აბანძებენ საერთაშორისო დონეზე, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ავცდეთ. რაში სჭირდებათ აბა ეს? რომელი დასავლური ქვეყანა მოუწონებს, რომ პარლამენტის წინ არბევენ ბავშვებს?! ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა გააბანძონ, არ მივიღოთ სტატუსი და დავრჩეთ რუსეთის ხელში. ლაზარეც რუსულ კანონს შეეწირა. მარტის აქციებზე ახალგაზრდებმა გაიმარჯვებს. ათასობით ახალგაზრდას შევხვდი ამ დღეებში და გაოცებული ვართ მათი განათლებით და ხედვით", - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა "ფორმულასთან".

პარლამენტის უკან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დიდი რაოდენობით პოლიცია და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

უახლესი ამბები