"3 "მერსედესის ჯიპი", ერთი "ლენდკრუიზერი", ჩაბურული შუშებით მოძრაობდნენ, ერთი და იმავე სანომრე ნიშნებით"

რუსული ესკორტი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში გადაადგილდებოდა, რამზან კადიროვის გარემოცვის წევრის, ჩეჩენი ბიზნესმენის ასლანბეგ ახმედხანოვისაა. ახმედხანოვი თბილისსა და ბათუმში იმყოფებოდა, - ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

პირი, რომელმაც საქართველოში რუსული ესკორტის გადაადგილება გადაიღო, "მთავარ არხთან" აცხადებს, რომ სცადა გაერკვია, ვინ გადაადგილდებოდა ამ ავტომანქანებით, თუმცა ესკორტში მყოფმა დაცვის სამსახურმა ავტოკოლონასთან მიახლოების უფლება არ მისცა. 

მისივე თქმით, კადიროვის გარემოცვის წევრი საქართველოში ყოფილ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სტუმრობდა.

"გზად შევესწარი ამ ჯიპების გადაადგილებას. 3 "მერსედესის ჯიპი", ერთი "ლენდკრუიზერი", ჩაბურული შუშებით მოძრაობდნენ. ყურადღება მიიპყრო იმან, რომ ეს მანქანები იყვნენ ერთი და იმავე სანომრე ნიშნებით. როცა ვცადე შუაში ჩავმდგარიყავი, სავარაუდოდ, დაცვის ჯიპმა გვერდი ამიარა, ჩამიჭრა და წინ გადამიდგა. მოძრაობდნენ სტეფანწმინდის მიმართულებით. იქვე ერთ-ერთ რესტორანთან მოუხვიეს, შეჩერდნენ. ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანები ოთარ ფარცხალაძის სტუმრები არიან, გარუსებული ოთარ ფარცხალაძის, რომელმაც რუსული პასპორტი აიღო და მასთან იმყოფებოდნენ სტუმრად", - განაცხადა წალენჯიხის მერის მოადგილემ ლადო ბურდულმა. 

თბილისში რუსული ესკორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით კომენტარი არც შინაგან საქმეთა სამინისტროში და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ გაუკეთებიათ.

3 ივნისს სოციალური ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება რუსულნომრიანი ესკორტი ქვეყნის მასშტაბით. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები