მიხაელ როთი - ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესია და საქართველომ უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია

ახლა არის დრო, რომ გაიგზავნოს ნათელი მესიჯი ბრიუსელში, ჩვენ ველით თქვენგან, რომ შეასრულებთ პირობებს, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა განაცხადა.

"საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, გასულ წელს, ივნისში გადამწყვეტი მომენტი იყო ყველა ჩვენგანისთვის. პირველად ევროკავშირმა კარი გახსნა აღმოსავლეთ ევროპისთვის, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინას და მოლდოვას. მე პირადად ასევე მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, მაგრამ ამ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. არსებობს შეშფოთებაც, გასულ ორ თვეში ჩვენ მივიღეთ უცნაური გზავნილები თბილისიდან და არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს გზავნილები ქართველი ხალხის სურვილს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საკითხი იყო ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონი. ვერ ვხვდები რატომ წარმოადგინეს პოლიტიკოსებმა ეს კანონი, რომელიც რუსულ ჰგავს. ჩვენ პირველ რიგში, ერთიანი ფასეულობების მქონე კავშირი ვართ, ევროკავშირი არ არის უბრალოდ ერთიანი ბაზარი. ამიტომ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს საქართველოში, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეხედოთ როგორც პარტნიორს და არა როგორც მტერს.

გარდა ამისა, ხშირად მესმის, რომ საქართველოს კულტურისა და ტრადიციებისთვის ლგბტქ თემი. ამაზე ერთი პასუხი მაქვს - პატივს ვცემთ თქვენს კულტურას და ტრადიციებს, მაგრამ ვერასდროს შევეგუები ჰომოფობიურ განცხადებებს მთავრობის წევრებისგან. პოლიტიკოსებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ლგბტქ თემის უფლებები ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ მინდა გთხოვოთ ემოციები მოთოკოთ. 

გარდა ამისა, არ მესმის რატომ შეიქმნა ახლა ასეთი ორაზროვნება. ახლა არის დრო, რომ გაიგზავნოს ნათელი მესიჯი ბრიუსელში, ჩვენ ველით თქვენგან, რომ შეასრულებთ პირობებს. ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი ვალდებულებები, მაგრამ ეს იოლი საქმე არ არის. იმედი მაქვს, რომ მომდევნო ორ თვეში გააკეთებთ ბევრს დეოლიგარქიზაციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით. 

არავის სურს, რომ ჭკუა ასწავლოს საქართველოს, ვფიქრობ, აქ ხალხმა მკაფიოდ თქვა თავისი სათქმელი, ამიტომ გახსენით კარტი, ჩვენ ის უკვე გახსნილი გვაქვს და ახლა თქვენი ჯერია, რომ საშინაო დავალებები შესრულდეს. გერმანია მზად არის, ააშენოს ხიდები.

ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესია და საქართველომ უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეოლიგარქიზაციაა, რომელიც გადამწყვეტია კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის. დრო არ ითმენს. მე მივიღე გზავნილები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისგან, რომ მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ეს დაეხმარება საქართველოს პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდეს, მე გეთანხმებით, მაგრამ მე ამას ერთპიროვნულად არ ვწყვეტ. ამის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთობლივად", - განაცხადა როთმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები