უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დონეცკის ოლქში ორი დასახლების დეოკუპაცია გამოაცხადა

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან დონეცკის ოლქის სოფელი მაკარივკა გაათავისუფლეს. ასევე, ბლაგოდატნოეს დასახლება დეოკუპირებული იქნა თავდაცვის ძალების მიერ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

"ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები აგრძელებენ თავდასხმით ოპერაციებს. ბერხოვსკის წყალსაცავის მიდამოში არის წარმატებები. ჩვენ 250 მეტრით წინ წავედით", - განაცხადა მან.

მისი თქმით, სამხრეთით უკრაინის შეიარაღებული ძალები ორი მიმართულებით 300-დან 1500 მეტრამდე დაწინაურდნენ.

"დასახლებები ბლაგოდატნოე და მაკარივკა დეოკუპირებულია“, - განაცხადა მალიარმა.

მისივე თქმით, იმ რაიონებში, სადაც უკრაინის ჯარები თავდაცვაში არიან, არც ერთი პოზიცია არ დაკარგულა.

დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებმა ოფიციალურად დაადასტურა ბლაგოდატნოეს რუსი ოკუპანტებისგან განთავისუფლება.

მოგვიანებით, მეშვიდე ცალკეულმა ბატალიონმა AREI UDA-მ მეზობელი დასახლების ნესკუჩნოეს განთავისუფლების შესახებ განაცხადა.