ნანა გაბელიამ ქართული დიასპორის საკვირაო სკოლას საჩუქრები გადასცა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია მოადგილე მარინე გითოლენდიასთან ერთად,  ქალაქ სალონიკში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაში სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, ნოდარ კომახიძე მონაწილეობდა, რომელსაც ქართული დიასპორის წინაშე განსაკუთრებული წვლილისთვის  სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.

მინისტრმა ქართული დიასპორის საკვირაო სკოლას, საქართველოს სახელმწიფო დროშა და სპეციალურად მათთვის შეძენილი სასკოლო ინვენტარი გადასცა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

"საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ემიგრანტების, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილი პირების მხარდაჭერა და მათს საჭიროებებზე ზრუნვა მინისტრის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პირველ რიგში, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს მოზარდებს და ახალგაზრდებს, რომელთა განვითარებაზე ზრუნვა, მომავალშიც, ჩვენი საქმიანობის აქტუალურ და მნიშვნელოვან მიმართულებად განიხილება“, - განაცხადა ნანა გაბელიამ.

აღნიშნული შეხვედრა საბერძნეთის რესპუბლიკაში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის ნანა გაბელიას სამუშაო ვიზიტის და მინისტრის აპარატის პროგრამის, დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა, ფარგლებში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები