თორნიკე რიჟვაძე - ამ საერთო ხვედრით წილში მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო

აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა ხმაურის ფონზე წარიმართა.

"გაქცეული მხედართმთავრების მიმდევრები ხართ, მიშათმავლები "- ასე მიმართა  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერებს, რომლებმაც მისი გამოსვლის ის ნაწილი გააპროტესტეს, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრობდა და მას  "ლაჩრულად წაგებული ომი" უწოდა.

"დიახ, მომატებულია ტურისტების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, რომელიც პანდემიამდე იყო საკმაოდ წარმატებული სეზონი. გაორმაგებულია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ასევე, შემოსავლების მოცულობა და მინდა გითხრათ, რომ ამ საერთო ხვედრით წილში მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს, ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძის ამ კომენტარს უმაღლესი საბჭოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ელგუჯა ბაგრატიონი გამოეხმაურა.

"ლაჩრულად იქცევით თქვენ. რა შეურაცხყოფას აყენებთ გმირებს? ე.ი. 2008 წელს ხალხმა რომ იბრძოლა, იყო ლაჩრული ბრძოლა? მთელი გუნდი ხართ ლაჩრები, ლაჩარი მოიკითხეთ თქვენი ბორიკნა.

ლავროვის ქალიშვილს ლამის სანთლებით ედექით, კადიროველები ათარეშეთ და  გმირებზე ლაჩრების ძახილის უფლებას არავის მივცემთ“ – მიმართა ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიკე რიჟვაძეს.

მოგვიანებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ რიჟვაძეს აუდიოჩანაწერი ჩაურთო, სადაც მისივე თქმით, რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში რუს ოფიცრებთან ერთად ქეიფობდნენ და რუსი მომღერლის გაზმანოვის სიმღერებს უსმენდნენ.

"გვითხარით, ბატონო თორნიკე, უსმენდით თუ არა რუს ოფიცრებთან ერთად ამ სიმღერას, შვილები დაიფიცეთ, უსმენდით თუ არა", – მიმართა კირთაძემ რიჟვაძეს.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მსგავს სიმღერებს არ უსმენს.

"მე არ ვუსმენ ეგეთ სიმღერებს, თქვენ თუ უსმენთ, მოუსმინეთ. ეგა ხართ თქვენ, აღარც დედა იცით, აღარც მამა, დადიხართ გაურკვეველი ჩანაწერებით და უსაფუძვლო ბრალდებებით. ან შვილების დაფიცების მოთხოვნა რას ნიშნავს, სად ისწავლეთ ასე ცხოვრება, რომელ ქალაქში, რომელ ქვეყანაში, სირცხვილია. მოგცემ ფლეილისტს, რასაც ვუსმენ. ესენია: „საქართველოო ლამაზო“, "წვიმა მოგონებებს ასველებს“, "ერთხელ გაკოცებ და წავალ“. მოუსმინეთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები