გონჩარენკო - უკრაინამ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დააწესოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინას უმაღლესი რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო წერს.

"ჩემი სადეპუტატო მოთხოვნის პასუხად, სადაც მოვუწოდებდი ამ ადამიანების მიმართ სანქციების დაწესებას, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიპასუხა, რომ ეს საკითხი განსახილველად იქნა წარდგენილი სახელმწიფო სანქციების პოლიტიკის განხორციელების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ.

მინდა შეგახსენოთ ვინ არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე. პირველი არის ქართველი პრორუსი ოლიგარქი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, მაგრამ დღემდე ითვლება "საქართველოს არაფორმალურ მმართველად“. მას მჭიდრო კავშირი აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, აქტიურად ეწევა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის საკითხს. 

მეორე კი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელია. კობახიძე თანმიმდევრულად ავრცელებს რუსულ ნარატივებს, მაგალითად, უკრაინის ომს უწოდებს "მაიდანის შედეგს“, დადებითად საუბრობს საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე.

ეს ადამიანები ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლით და საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას, ამიტომ მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესება აუცილებელი ნაბიჯია", - წერს გონჩარენკო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Falexeygoncharenko%2Fposts%2Fpfbid02yv3eqELpR1Kjm2uDnsq47e2378RDSwfY6UFSwhyaCSXLKPzFyjiFKsiCTTeCV2GPl&show_text=true&width=500" width="500" height="757" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>