მიტროპოლიტი სტეფანე - იბრძვიან იმისთვის, რომ თითქოს ღირებულებას რამეს ქმნიდნენ და კაციშვილმა არ იცის, რა გააკეთეს

გუშინ შევხედე ტელევიზორს და არ ვიცი, რეჟისორები აწერიათ, რაღაცები, არცერთი არ ვიცით ვინ არის საერთოდ, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა.

"თუ ვინმეს უნახავს ფილმი, რომელიც მათი გადაღებულია ეგეც საინტერესოა რა. იბრძვიან იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და თითქოს ღირებულებას რამეს ქმნიდნენ და კაციშვილმა არ იცის, რა გააკეთეს. მე სპეციალურად ვცდილობდი, რომ რა გადაიღეს ქართულად, ქართული ფილმი მენახა ხოლმე და წავაწყდებოდი უხამსობას, რაღაც უაზრობას, იდეოლოგიურ დივერსიებს და იმ წუთში ვაგდებდი. გამიჭირდა, რომ ქართული ფილმი მენახა ისეთი, რომელიც არ დააზიანებს ადამიანს. ესენი ახლა დგანან და ყვირიან, რომ თითქოს მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ რაღაც თავისუფლად შემოქმედები იყვნენ, სულ რაღაც ან რაღაც ისეთია, ნარკომანია, რომელიც ფაქტობრივად, დამთრგუნველ სიტუაციამდე მიდიხარ, სულ ტირიან, სულ რაღაც უბედურება და თქვენ რომ იცოდეთ, ფესტივალებისთვის ფილმების გადაღებას რა უნდა იცით? ხალხისთვის გადაღებული ფილმი სხვა არის და ფესტივალისთვის სხვა არის, იმიტომ, რომ ფესტივალს შემკვეთი აქვს, იმას უნდა, რომ თავისი რაღაც იდეოლოგია გაატაროს.

ამისთვის ითხოვს, რომ აუცილებლად იყოს იქ ლჭპტ, აუცილებლად უნდა იყოს გენდერული რაღაცები, ანუ ქალი, რაღაცა იქით-აქეთ, უნდა იყოს შავკანიანი ადამიანი, როგორც დადებითი პერსონაჟი და არავითარ შემთხვევაში ის უარყოფითი პერსონაჟი არ უნდა იყოს და უნდა იბრძოდე იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, რაც იდეოლოგიურად ჩამოგითვალეთ, ამის გამარჯვება მოხდეს და ღმერთის ხსენება არ შეიძლება", – განაცხადა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები